“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაზი გაესვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას

„შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც ქვეყანაში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 8 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდა“, – განაცხადა ალადაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთო ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი გიზო ვასაძე.