ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი 2024“ ჩატარდა, რომელზეც სხვადასხვა დისტანციაზე ხუთი გარბენი გაიმართა.
დოღში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენმა, თორნიკე თოდრიამ, სუფთა ჯიშის ცხენით 3200 მეტრი პირველმა გაირბინა და პირველობაც მოიპოვა. დოღში მონაწილე და საპრიზო ადგილებზე გასული მხედრები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ.