“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე ინასარიძისა და შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

„დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს ძალას, ვაკეთო მეტი სასიკეთო საქმე ჩემი ქალაქის განვითარებისთვის”, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ რამაზ ჯინჭარაძე – ბათუმის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.