“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ვაზიანისა და ქსოვრისის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ასევე მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ასევე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.