“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია სოფელ ოჩხამურის მოქალაქეებს შეხვდა და, ასევე, სოფელ დაგვის მკვიდრ იუსუპ ივანიძის ოჯახს ესტუმრა.

შეხვედრებზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.