“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

დელეგატის თქმით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი.