“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე თერჯოლის სოფლების – ზედა სიმონეთისა და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.