„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძესთან ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და გაერთიანების მზაობაზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ “მტკიცე” და “პრინციპულ” მოთხოვნას და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი ნაცებთან კავშირს გაწყვეტენ და მათი კოალიციაც გამორიცხულია?!
ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ მგონი, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს.
ამფეთქებელიც დაუჭირეს, შავ დღეში არიან”,- წერს მამუკა მდინარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.