“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი ბოჭორმის, არტემ ლუსინიანის, 300 არაგველის მეორე შესახვევისა და შავსოფლის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებს. მთავარი აქცენტი დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. ასევე, ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობას გააცნეს სამომავლო გეგმები.