“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩა N16-20-ის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების” მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე; ასევე, განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, რომელსაც განვითარების საკმაოდ მაღალი ტემპი აქვს.
დელეგატის თქმით, ეკონომიკის საშუალო ზრდა 2021 წლიდან 9,7%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და რეგიონში.
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
მოქალაქეებთან შეხვედრას საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიზო ვასაძე ესწრებოდნენ.