საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლის I-III კვარტლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა; ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.

2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა; 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა; ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.3%-ით მეტია.