საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების კრიტიკას გამოეხმაურა.
„ხალხიგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, კარგი როგორ უნდა მოვისმინოთ?! მთელი პარადოქსი და ირონია ის არის, რომ ქართველი ხალხი გუშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისმენდა კრემლზე საუბარს თუ დაბრალებას მათგან, ვინც იქიდან რუსული აქცენტით ლაპარაკობდა და ვინც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის პერესტროიკის დროს აიდგა.
აი, ეს ხალხი რუსული აქცენტით, გორბაჩოვის პერესტროიკის დროს პოლიტიკაში შემოსული ხალხი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ, ქართველებს რომ გვესაუბრება კრემლზე, რუსულ გავლენებზე, უბრალოდ სასაცილოა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.