“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლების: სოჩხეთის, წყნორისა და ძიროვანის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და თავისებურებებზე, ასევე, სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.