“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

ინდივიდუალური შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმებს; ასევე, დელეგატმა ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის მნიშვნელობაზე.

„მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის”, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.