“ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X-ში”.
„შეხვედრისას ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს.
შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი“, – წერს პრემიერ-მინისტრი.