პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს კითხვები დაუსვა.
დეპუტატის კითხვები მინისტრის საათის გაუქმებას ეხებოდა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ვერცერთი სხვა ფორმატი ვერ ჩაანაცვლებს მინისტრის საათს, რადგან ამ დროს დეპუტატებს აქვთ საშუალება, მინისტრისგან მოისმინონ სამინისტროს გეგმები და ხედვები და დაუსვან წინასწარ შეუთანხმებელი კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
„ბევრ საკითხს არ შევეხები, მხოლოდ მინისტრის საათზე დავამატებ.
რეგლამენტს დახვეწა რომ სჭირდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და უმრავლეს ცვლილებებს ვეთანხმებით. მინისტრის საათი, ხშირ შემთხვევაში, მართლა არაა მოსმენადი – 1 საათით მოდიან და რაღაც ტექსტებს კითხულობენ. უბრალოდ, ეს, მგონი, თვითონ მინისტრის პრობლემაა, როდესაც ვერ ახერხებს, საზოგადოებას საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია. თვითონ ის ინფორმაცია ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, იმიტომ, რომ გვიყვებიან, რა კეთდება კონკრეტულ სამინისტროში 1 წლის მანძილზე, რა გაკეთდა, რა გეგმებია და დეპუტატებს საშუალება ეძლევათ, ჰკითხონ გეგმებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ აუცილებელია ამის დატოვება. არ არის წელიწადში ერთხელ მინისტრის საათი ისეთი დამტვირთველი, რომ ამან რაიმე გავლენა იქონიოს
მე ამოვიღე გარკვეული ქვეყნების მაგალითები – საფრანგეთში, სამშაბათს კონგრესში, ოთხშაბათს კი – პარლამენტში არის მინისტრის საათი, სადაც სპონტანურად უსვამენ კითხვებს მინისტრებს. ბრიტანეთში ეს წესი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული არსებობს, 1960 წლიდან არსების ავსტრალიაში. კი, შეიძლება, იქ არ იყოს დროში ისეთი შეუზღუდავი, როგორც ჩვენთან არის, შესაძლებელია მექანიზმების დახვეწა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დავტოვოთ – მინისტრის ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან და დეპუტატების საშუალება, დასვან კითხვები იმ საკითხებზე, რომელიც მათ ამომრჩეველს აინტერესებს.
მართალია, ჩვენ გავაუქმეთ მაჟორიტარი დეპუტატის ცნება, მაგრამ არსებობს დელეგატი, რომელსაც კონკრეტული რაიონიდან აქვს კითხვები და ეს კითხვები კონკრეტული მინისტრების მიმართ ხშირია ხოლმე – როგორც საზოგადოებისგან, ისე ჩვენგან, დეპუტატებისგან. ამიტომ, ვუერთდები ბატონი დიმიტრის მოთხოვნას, იქნებ გავიაროთ წინასწარ კონსულტაციები, სანამ კენჭისყრაზე დადგება საკითხი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის საათზე “ხალხის ძალის” თავმჯდომარის – სოზარ სუბარის პოზიციის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ინტერპელაციის მსგავსი პროცედურა არსებობს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ფორმატში მინისტრს კითხვები წინასწარ ეგზავნება, შესაძლებელია ყველა სახის და რაოდენობის კითხვებზე პასუხების მიღება. მისივე თქმით, მინისტრის საათი მხოლოდ იმიტომ უქმდება, რომ ინტერპელაციის რაოდენობა იზრდება და ამ ფორმატში პარლამენტარებს ნებისმიერ მინისტრთან ნებისმიერი კითხვის უფრო ოპერატიულად დასმა შეეძლებათ, ვიდრე მინისტრის საათის შემთხვევაში.
პარლამენტის თავმჯდომარის პასუხის შემდეგ, სოზარ სუბარმა დააზუსტა, რომ ის რჩება იმავე აზრზე და არ ემხრობა მინისტრის საათის გაუქმების ინიციატივას.
„მე მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ ვერც ინტერპელაცია და ვერც პრემიერის მოხსენება მინისტრის საათს ვერ ჩაანაცვლებს. პრემიერი საუბრობს მთელი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე – რა კეთდება სხვადასხვა სფეროში. ძალიან ფართო და ზოგადია მისი მოხსენება, მაშინ, როცა მინისტრის საათი შეიძლება იყოს ძალიან კონკრეტული. ინტერპელაცია კი წინასწარ დადგენილ კითხვასა და დროს ვერ გასცდება.
არ წავალ შორს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების მოყვანით. ზუსტად ასეთი მინისტრის საათი არსად არ არის, მაგრამ არის გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტები. მაგალითად მოვიყვან ისევ საფრანგეთს, სადაც კითხვები მთავრობისადმი სპონტანურია – ისინი წინასწარ არ არის წარდგენილი, გამოქვეყნებული და შეტყობინებული. კითხვების დასმა ხდება სამშაბათს. დღის პირველ ნა…