საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზაზა ოქუაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი.

სადავოც სინამდვილეში, არაფერი იყო. ბუნებრივია, სიმართლემ გაიმარჯვა ამ საქმეშიც, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა პრემიერმა.