„პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, რომელზეც ასე აკანკალებთ ნაცავაზაკებს, ირკვევა, რომ სააკაშვილის ბანდის მიერ სხვისი ქონების მიტაცების სისტემური პროცესის ერთ-ერთი “გამმართლებელი” იყო მრავალმხრივად ყალბი, ბოროტი ამება – ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანი”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
“საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცების აღმაშფოთებელი ფაქტები ჩამოთვალა.
ბაღათურიას თქმით, აგვისტოს ომამდე, სააკაშვილის ოჯახის მხრიდან გამალებით მიდიოდა სახელმწიფო ქონების მიტაცება. მისივე ცნობით, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის, საჯარო რეესტრი ჩართული იყო ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის კორუმპირებული დანაშაულების დაფარვაში. ხოლო ამ პროცესის ერთ-ერთი “გამპრავებელი” იყო ფსევდოჟურნალისტი ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მაშინდელ ტელეპროპაგანდისტ “რუსთავი – 2-ში” მუშაობდა.
სხვის გაუბედურებით გამდიდრებულ რევანშისტებს უზნეო პრეტენზიები აქვთ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე. მართლმსაჯულებამ “ნაცების” კრიმინალურ კარტელში მონაწილე ყველა სუბიექტს უნდა აგებინოს პასუხი!“ – წერს აბაშიძე.