“რაც უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას, დღევანდელი გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში, შიდა და გარე მტრები ფაქტებს ვერსად გაექცევიან”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” პირობებში, უმუშევრობა განახევრდა.

“2012 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 26,7%-ი იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად უპრეცედენტო რყევებისა, შეძლო და უმუშევრობა შეამცირა 13,7%-მდე.
პროგნოზით, და არა ზეპირად, 4 წელიწადში სიღარიბე კიდევ დაიკლებს 4%-მდე, ეს კი იმაზე დაბალია, ვიდრე ევროპაში საშუალო მაჩვენებელი, რაც 6%-ს შეადგენს.
ასე რომ, სინათლე უკვე გამოჩნდა გვირაბში. ახლა მთავარია, ყველამ ერთად გავაფორმოთ მიღწეული შედეგები, რასაც 26 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ და სულ მალე მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი”, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.