“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე მეორე სვირისა და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც ადგილობრივებისთვის აქტუალურია და მათი გადაჭრის გზებზეც ერთად იმსჯელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ბოლო წლების განმავლობაში სვირში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ ჩემი გუნდის მიერ ნაკეთები საქმისათვის მოქალაქეები მადლიერებას გამოხატავენ და მათ სჯერათ და სწამთ, რომ ის მცირედი გამოწვევები, რაც დარჩა მოსაგვარებელი, ეტაპობრივად მოგვარდება. მათ ასევე კარგად იციან, რომ დაწყებული საქმე კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც გამონახა დრო და მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.