,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატმა ზუკა რურუამ, ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად, ნუცუბიძის III და IV პლატოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ერთობლივი დისკუსიები გვეხმარება, კარგად გავიგოთ მოსახლეობის მოთხოვნები და მოლოდინები, რომელიც უნდა გავამართლოთ. შეგახსენებთ, რომ ხუთ დღეში არჩევნებია და, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დაუშვებელია პასიურობა. ჩვენი თითოეული ხმა გადამწყვეტია ამ ბრძოლაში ღირსეული გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ზუკა რურუამ.