“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი თამარისისა და კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეხვედრაზე დელეგატმა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა; ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„სწორედ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე მჯერა, რომ კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.