“დილიდან, თურმე, ისტერიკაში არიან ნაცტელევიზიები, – ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე”, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

“რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე, შეიძლება, მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ.

მაგრამ რა დაამშვიდებთ, – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!” – წერს მამუკა მდინარაძე.