„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა მედიასთან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე.

„ყველა აქ მყოფი აცნობიერებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ერთადერთი გუნდია „ქართული ოცნება“, რომელიც მშვიდობის გარანტია და ამას ხალხიც აცნობიერებს.

დარწმუნებული ვარ, 26-ში საქართველო იქნება ერთიანი. „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და, შესაბამისად, ომზე მშვიდობა გაიმარჯვებს. ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ევროპაშიც აუცილებლად შევალთ“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.