„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მოგესალმებით ჩემო ქართველებო. თბილისო მოგესალმები. ჩვენს დედაქალაქს ყველაზე სიცოცხლით სავსე ქალაქს გაუმარჯოს და ჩვენს ძალიან ამაყ ქვეყანას, ჩვენს ძალიან ამაყ ხალხს გაუმარჯოს. თქვენ გენაცვალეთ, მართლა ყველაზე მაგრები ხართ მსოფლიოში.
მეგობრებო, ჩვენ რა უნდა გვექნა თქვენ რომ ასეთი მაგრები არ ყოფილიყავით. თქვენ, რომ ასე მაგრად არ დავდგომოდითო გვერდში, იმ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც რამდენიმე ეტაპი მოვიგეთ, გავიმარჯვეთ და კიდევ გავიმარჯვებთ, გამორიცხულია სხვანაირად იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენს სამშობლოს არავის დავუთმობთ და არც არავის შევეცილებით.
26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ არა, და ფიზიკურად და სულიერად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავრჩებით თუ არა, არ დავუთმობთ არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული. ჩვენ ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ეროვნული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით უნდა ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია და ვინ დგას მეორე მხარეს? გარედან დავალებების შემსრულებელი ხალხი და ერთ მაგალითს მოვიტან თუ შეიძლება, თქვენი ნებართვით, რომლებმაც გააგმირეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მამა დაჭრა, რომელმაც სცადა, რომ პოლიციელი ცოცხლად დაეწვა და დასცინიან იმ ადამიანს, რომელმაც აჩვენა თავისი დედისა და მამის პატივისცემა, მათზე ზრუნვა. ასეთი ადამიანები არასოდეს არ დაიჩაგრებიან ამ ქვეყანაში. ვინ გვყავს მეორე მხარეს? მკვლელი და მწამებელი, შარვალჩახდილი, რუსების ფულით დაფინანსებული, „ნაცთან“ მოღალატე, ნაცების რეკეტიორი და თურმე ამათმა უნდა შექმნან კოალიცია. ჩვენ კოალიციას ვქმნითო, ვისთან ქმნიან კოალიციას ხომ არ იცით? რისი თავით, რისი ზურგით? ვისით? „ნაცმოძრაობასთნ?“ მიხეილ სააკაშვილთან ქმნიან? ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი. მათი მედიები, როგორ იქცევიან დააკვირდით, ვეკითხები და მეუბნება, რომ დიახ, აფხაზი და ოსი მტერიაო. მტერი კი არა, ჩვენი ძმა არის, ჩვენი და არის ერთიან საქართველოში. ჩვენს საერთო, ღირსეულ, ამაყ, ტრადიციულ ქვეყანაში ჩვენი დები და ძმები არიან, გამორიცხულია სხვანაირად რომ ვიაზროვნოთ. არც სეპარატიზმს, არც ოკუპაციას, არც მკვლელობას და წამებას, ეროვნება არ აქვს მეგობრებო. სეპარატისტი სეპარატისტია და მკვლელი მკვლელია. ეროვნება არ აქვს არცერთს და აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი, ერთიანი და დიდი საქართველო. დიდი თავისი მენტალობით და სიამაყით.
ევროპაზე გველაპარაკებიან და ევროპულობაზე და ფუთავენ თავიანთ თავს, როგორც ვითომ ევროპელები, ფსევდოლიბერალი ფაშისტები. ამ დროს მოდით შედეგებით ვილაპარაკოთ, ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, რომ თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც აქ არიან ადამიანები ვინც ეს უზრუნველყო, ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და ბოლოს, ჩვენ დღეს ვართ, ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსით და ეს გამარჯვებაც ბრძოლით მოვიპოვეთ, მაგრამ რაც მთავარია უარი არ ვთქვით ჩვენს წარსულზე და უარი არ ვთქვით ჩვენს ძალიან ღირსეულ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, ეს არის ყველაზე მთავარი. ვიღაცებს შეუთავსებელი ჰგონია ტრადიციები და ევროპელობა. პირიქით, ტრადიციული ქრისტიანული საქართველო, ტრადიციული და ქრისტიანული ევროპის განუყოფელი ნაწილია მეგობრებო. პარალელურად ამ ყველაფრის ავკრძალეთ ერთსქესიანთა ქორწინება, კონსტიტუციაში ასევე ჩავწერეთ, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება. გახსოვთ ეს თქვენ ძალიან კარგად ყველას. მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“ დიდი ბრძოლით და მივიღეთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. უნდა გააუქმოთო გვეუბნებიან და ერთ – ერთი ნაცმოძრაობის ჟურნალისტი მეუბნება სამი დღის წინ, რომ დიახ, რომ არ გააუქმებთ ამიტომაც გეუბნებიან, რომ ვერასდროს გახდებით ევროკავშირის წევრებიო. არა ბატონებო და ქალბატონებო გავხდებით, ესე მარტივად არა, ბრძოლით ჟინით და შემართებით შევალთ ევროპულ ღირსეულ ოჯახში. და იცით, როგორ? კეთილდღეობა ეს სიტყვა ჩვენს სლოგანზე შემთხვევით არ მიგვიწერია, ჩვენ კი არა მხოლოდ, უკვე მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში, ასე თუ გავაგრძელეთ, ამ ინერციით, ასეთი რეფორმებით, ჩვენ მივუახლოვდებით ევროპული ცხოვრების დონეს. ამიტომ ქართველი კაცი არა მხოლოდ სიამაყით, სადღეგრძელოთი, არამედ ამასთან ერთად იქნება ეკონომიურადაც ისე უზრუნველყოფილი, რომ შეედრება უკვე ევროპელ მოქალაქეს და ეს არის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ღირსებისა, რომ ხელგაწვდილი კი არსად მივდივართ, არამედ ამ სფეროშიც კი ამაყები ვიქნებით და საქართველო აქაც ძალიან მაგრად გაიმარჯვებს.
26 ოქტომბერს ქუდზე კაცი. კულისებში ჩვენ ვკამათობდით რაოდენობაზე, რამდენი ადამიანი მოვიდა, მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეულობით ათასი ქართველი დღეს დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე. უღრმესი მადლობა ამისათვის მეგობრებო. უღრმესი მადლობა ასეთი ჟინისა და მუხტისათვის და ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, ერთ პრაქტიკულ საკითხსაც შევეხოთ. ერთი მეოთხედი აქ ვინც არის თუ დაუშვებს, რომ თითო ადამიანი სახლში დატოვოს 26-ში, შეიძლება კატასტროფა მივიღოთ, მიუხედავად 60%-იანი რეიტინგისა, ამიტომ არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა სულით და გულით თავისი სიტყვა უნდა თქვან. ანდერძად ქცეული სიტყვები ყველამ ერთად გავიმეოროთ და შევასრულოთ ეს ანდერძი, რომ მთავარი მოსაფრთხილებელი ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართველი ერისთვის არის მამული, ენა, სარწმუნოება. უღრმესი მადლობა. ჩვენს ამაყ საქართველოს გაუმარჯოს. უღრმესი მადლობა ქართველებო. თქვენ ხართ ყველაზე მაგრები მსოფლიოში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. დიდი მადლობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.