ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის – გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ერთ დილას გირეკავენ და გნიშნავენ ისეთ ადგილას, სადაც ხელფასი იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე საშუალოშემოსავლიან 50 ოჯახს, ერთად აღებულს.
იწყებ ცხოვრებას როგორ? –
ყოველი თვის ბოლოს ანგარიშზე გაქვს 100 ათასი ლარი (ოფიციალური შემოსავლები), გყავს საუკეთესო მანქანა (ეგეც ოფისმა გიყიდა), დადიხარ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მივლინებაში (ოფისი გიფინანსებს), შენს ოჯახს ასვენებ ყველაზე ძვირად ღირებულ კურორტებზე, ყოველ კვირას გაქვს შეხვედრები ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ითვლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ეკონომისტებად, ფინანსისტებად, იურისტებად და ა.შ.

ეს არის შენი ის ცხოვრება, რომელზეც ოცნების დონეზეც კი ვერ იოცნებებდი, მაგრამ შენ ეს ცხოვრება ივანიშვილმა მოგცა, და ეს ყველაფერი ერთადერთი რამის სანაცვლოდ: უნდა ყოფილიყავი ზეპატიოსანი ფულთან მიმართებით, არ უნდა წაგცდენოდა ხელი არსად/არაფერში… შენ არ გაკლდა არაფერი და, ამის სანაცვლოდ, არ უნდა დაგეკლო ფონდის განვითარებისათვის არაფერი… ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ფონდიდან ისე უნდა გაგენაწილებინა თანხები, რომ პროექტები უნდა ყოფილიყო პატარა შენიშვნის გარეშეც კი… და შენ რა ქენი ამის სანაცვლოდ?…იღორე.

არ გეყო ეს ყველაფერი და დაიწყე მოპარვა; დაიწყე იმის მითვისება, რაც შენი არ იყო და, როგორც კი ამის გამო პასუხი მოგთხოვეს, ყველაზე გულისამრევი რამ გააკეთე – დაიწყე დაბრალება და ცილისწამება იმ ადამიანის მიმართ, ვინც მოგცა ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვამბობდი.

დაუჯექი პირისპირ მელაძეს და დაიწყე უაზრო ტყუილების დაბრალება იმ ადამიანისთვის, რომელსაც, წესით (შენ რომ კაცობის რამე გაგაჩნდეს), ყოველ დილა-საღამოს მადლობებსა და ბოდიშებს უნდა უგზავნიდე, მაგრამ ღორისა და უნახავი ადამიანისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს. არაფერი.

როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენ, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგო, მაგრამ როდესაც მორალურ ნორმებსაც კი უღალატებ, ასეთ დროს კანონი უძლურია; სამაგიეროდ, ძალის მქონეა ჩვენი – ადამიანური ფაქტორები და ჩვენი შეფასებები….

იმედია, ოდესმე მიხვდება ერთ რამეს ბაჩიაშვილი – რომ ვინც ჩაგაცმევს, მისი გახდის მცდელობა იმაზე დიდი დანაშაულია, ვიდრე სისხლის სამართლის ნებისმიერი მუხლი. წერტილი“, – წერს ირაკლი ლატარია “ფეისბუკის” გვერდზე.