რუსთავში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ის #1 უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

,,ჩემი ხმა საქართველოს ერთიანობას, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების აღმშენებლობასა და განვითარებას, ქვეყნის ნამდვილ ევროპულ მომავალს მივეცი.

დიდი იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველები ჩვეული სიმშვიდით მოვიხდით მოქალაქეობრივ ვალს და, უკვე ხვალიდან, გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.