საერთაშორისო დამკვირვებელი დავიდ ბიტანი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დადებითად აფასებს.

„ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება მაქვსს. შთამბეჭდავია, რომ ამ დროისთვის უკვე ბევრი ადამიანი მოვიდა არჩევანის დასაფიქსირებლად. ვხედავ, რომ ამომრჩეველს აქვს საშუალება, ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს. საბოლოო ჯამში, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი შეფასება ძალიან დადებითია“, – აღნიშნა ბიტანიმ.