“ამ დილით დავიწყეთ მეთვალყურეობა. ჩვენ ვეწვიეთ სხვადასხვა უბანს და ყველაფერი წესრიგში იყო. ვესაუბრეთ სხვადასხვა პირს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, ასევე, ქართველ ამომრჩეველს – მათ, ვინც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ირჩევს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ელექტრონული სისტემა არის გამართული. ადამიანები ძალზე თავდაჯერებულად, ძალზე მშვიდად მოქმედებენ და, შესაბამისად, მათ ნათლად ესმით, როგორ მოიხმარონ მთელი ეს სისტემა, შესაბამისად, ეს კარგი გამოცდილებაა.

რასაკვირველია, განვაგრძობთ არჩევნების პროცესის მეთვალყურეობას მანამ, სანამ, არ დამთავრდება ეს პროცედურა და არ დაიხურება საარჩევნო უბნები”, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ანდრაშ ლაზლომ.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ID ქვითრებს, თუ როგორ შეესაბამება ყველაფერი ამ რეგულაციებს; ძალზე დაკვირვებით ვადევნებთ თვალყურს, და ყველაფერი მიმდინარეობს შესაბამისი რეგულაციების, წესისა და რიგის მიხედვით.

ზოგადი ხედვა ასეთია: ეს ძალზე სამართლიანი, ძალზე თავისუფალი არჩევნებია და, შესაბამისად, მთელი პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს. რასაკვირველია, დემოკრატია წინა პლანზეა. საბოლოო ჯამში, ნდობა გამოხატული იქნება. ასე რომ, ჩვენ რაც ვნახეთ, შესაბამისი პირობები ხორციელდება და ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაბამისად”, – განაცხადა ანდრაშ ლაზლომ.