„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

„მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. დღეს არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმა, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა – იქნება მშვიდობა თუ იქნება ომი, – პირდაპირ ასე უნდა ითქვას.

მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას; ხმას მისცემს სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასა და მშვიდობიან ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.