„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ.

„ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და იმედი მაქვს, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს – ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ეს განვითარება შენარჩუნდება მომავალშიც“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.