“ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც, თურმე, კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე უზრუნველყოფენ საჩივრების წერას, რომ საჩივარი ბევრი იყოს, ასეთი მდაბიო “ფეიკ” კამპანიით ცდილობენ ისინი პროვოკაციის მოწყობას თუ ფონის შექმნას, თითქოს, რაღაც სერიოზული ხდება”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„სადაც არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები, იქ ყველაფერი ნორმალურად მიდის. სადაც გამოჩნდებიან ხოლმე „ნაცმედიის“ წარმომადგენლები, იქ იხატება აპოკალიფსური სურათი. მაგრამ ქართველი ამომრჩეველი ამაში არ გაეხვევა.
ყველას დაბეჯითებით ვთხოვ: არანაირი პროვოკაცია და ვიღაცის გადაცდომა არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ ამ პროვოკაციაზე წამოვეგოთ. ჩვენ უნდა დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩვენი ამომრჩევლის დონეზეც კი ყველას ვთხოვ, რომ დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ მაქსიმალურად სიტუაცია.

ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. საჭიროა მაქსიმალური აქტივობა; ერთი ადამიანიც არ უნდა დარჩეს სახლში, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის 5-10-მა პროცენტმა რომ იფიქროს, – მოდი, მე სახლში დავრჩები – ამით შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღოთ, იმიტომ, რომ აქ საუბარია ასობით ათას ადამიანზე, სხვა პარტიების მხარდამჭერებისგან განსხვავებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის რეფერენდუმი ქართულ, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს და ამორალურობას შორის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.