“ხმების 99 %-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, ქართული ოცნება უახლოეს კონკურენტს 44 %-ით უსწრებს და მოიპოვებს 54 %-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

“მინდა, მივულოცო, ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს ქართული ოცნების საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.