ექსპერტი ნინო ფოჩხუა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომელშიც გენერალურ პროკურატურას არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“დიახ, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, გამართული სახელმწიფო ინსტიტუციებით. კანონი ყველასთვის კანონია, დაარღვევ, პასუხი უნდა აგო.

ამდენ დაუმსახურებელ, სიცრუეზე აგებულ ბრალდებას, ცესკო დროულად და ადეკვატურად პასუხობს, საჩივარი შეაქვს პროკურატურაში პრეზიდენტის და პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე, თავად კი გამოთქვამს მზაობას პროკურატურასთან თანამშრომლობაზე.

აი ასე, როდისმე ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყნის ჯანჯღარი”, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.