“ჩვენი საზოგადოება ექვსდღიანი ბულინგის ქვეშაა, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, თითქოს ხმები მოიპარეს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი ვინმეს არ წარმოუდგენია. „ტოპ ტვინებმაც“, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს. თენგოც არაფერს იძახის. მაგრამ, ცოტა უფრო სერიოზულად დავუბრუნდებით ამ საკითხს, მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს – „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.