“გუშინწინ მე თქვენ შეგპირდით – ჟურნალისტებს და საზოგადოებას – რომ კონკრეტულ ფაქტებს მოვიტანდი, თუ როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და რას კადრულობდნენ ამისთვის. გვაქვს 81 დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„მათ რომ არ ეგონათ, რომ გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მე მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის და რას კადრულობენ ისინი და მათი წარმომადგენლები.

გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი, და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს, და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მრავალი მსგავსი ფაქტი “ამოვარდება”.

რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარადგენენ, არ წარადგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ, და რადგან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ დეტალების შესახებ, – რომ ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლოს მსგავსი დანაშაულების, უფრო ზუსტად და პასუხისმგებლობით რომ ვთქვათ – სავარაუდო დანაშაულების ჩადენა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.