„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ორშაბათს გამოაცხადებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ოპოზიციის საგანგებო მიმართვა:
გაერთიანებულმა ოპოზიციამ შექმნა გაერთიანებული კომისია, რომელიც გენერალურ გეგმასა და მთავარ სტრატეგიას გაერთიანებულ კომისიას შეუთანხმებს და შემდეგ – გაერთიანებული ოპოზიცია გაგვაგებინებს ორშაბათს…
ორშაბათამდე რას აპირებთ? მახათები მაინც თუ გაქვთ?
P.S. ვინც ამათ ხმა მიეცით, არ გიტყდებათ, რომ ასე გოიმურად „ატროლვინებთ” თავს ამ უუნარო „ზბროდს”?
ისე, ღირსები ხართ – ასე, ყოველ ორშაბათს უნდა ელოდოთ გრანდიოზულ გეგმას, შემდეგ არჩევნებამდე“, – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.