“ცესკო-ს საინფორმაციო ბრიფინგზე საჩივრებთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაჟღერდა, სადაც დეტალურად იყო მოცემული საჩივრების არსი, რაოდენობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ზოგადად, საჩივრების რაოდენობა შემცირებულია”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, ასევე გვხვდება ერთგვაროვანი, შაბლონური საჩივრები, სადაც წერტილ-მძიმეც კი ერთნაირადაა დასმული, რაც, ერთი მხრივ, საჩივრების აბსურდულობასა და ხელოვნურობაზე, მეორე მხრივ კი, საჩივართა ავტორების არასანდოობაზე მიუთითებს.

“ასევე არის ე.წ. ერთგვაროვანი შაბლონური საჩივრები, სადაც არათუ სიტყვები, წერტილ-მძიმეც კი არ არის შეცვლილი, რაც ორ რამეზე მიანიშნებს – საჩივრების აბსურდულობა/ხელოვნურობასა და საჩივართა ავტორების არასანდოობაზე.

აქვე, ერთი საინტერესო ფაქტი: არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ მხოლოდ 7 საჩივარი დაიწერა ეს ციფრი არც შემდგომ დღეებში შეცვლილა, მაგრამ 30 ოქტომბერს საია-მ 2000-ზე მეტი საჩივარი დაწერა (ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ), რის საფუძველზეც ისინი ყველა იმ უბნის ბათილობას ითხოვენ, სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

საინტერესოა, თუ ხმის ფარულობის მასობრივად ირღვეოდა, რატომ არ მოხდა არჩევნების დღეს საჩივრების დაწერა? რატომ ვერავინ შენიშნა აღნიშნული ფაქტი? მათ შორის, ვერც საერთაშორისო დამკვირვებლებმა?
რამდენიმე დღის წინ ცესკო-მ ასევე გაავრცელა სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ უბნების უმრავლესობაში, ოქმზე კომისიის წევრთა ხელმოწერა 17-16-15-ია, განსხვავებული აზრი კი მხოლოდ 9 შემთხვევაში არის გამოთქმული. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ არჩევნების დღემ დარღვევების და კანონის შესაბამისად ჩაიარა”, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.

.