“საფრანგეთში ერთ-ერთი ბოლო და ცნობილი ჯალათი შარლ ანრი სანსონი იყო. დღევანდელი ოპოზიცია სწორედ მისი სამართალმემკვიდრეა, – მათ ადამიანის შევიწროება, წამება დევნა, მივარდნა (მათ შორის, ოჯახში) სისხლში აქვთ. არ შეიძლება, ადამიანი გარკვეულ ღირებულებებზე საუბრობდე და, პარალელურად, სიხარულით ამბობდე, თუ როგორ მიუვარდები მეორე ადამიანს ოჯახში; მერე რა, თუ მას იქ მცირეწლოვანი შვილი, მოხუცი მშობლები და ა.შ. ჰყავს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ცესკო-ს თანამშრომლებზე ნადირობის ქრონიკებს აანონსებენ.

„ხაზარაძე, გვარამია, ჯაფარიძე და სხვა ნარჩევი მოღალატეები ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავენ და ცესკო-ს თანამშრომლებზე ნადირობის ქრონიკებს აანონსებენ.

თვითონვე აღიარებენ, რომ არჩევნების გაყალბების ფაქტები არ აქვთ, მაგრამ ცესკო-ს ყველა თანამშრომელი დამნაშავე და მოღალატეა. ეს არის დემოკრატია? ეს არის დასავლური ღირებულებები? სად არის უდანაშაულობის პრეზუმფცია? ვინ დაგადგინათ მსაჯულებად?

ზურა ჯაფარიძე: “მაგათ ყველას (საოლქო კომისია) პასუხი გაეცემათ, დედა ეტირებათ ყველას. ყველა (ბარემ ვიტყვი, რა), ყველა ადამიანი ვიცით უბნის დონეზე, კომისიის წევრები”.

ეს არ არის მუქარა? მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით!

მეგობრებო, საქართველოში მსგავსი ფაშისტური მივარდნები და, ზოგადად, მიდგომები 2012 წელს დასრულდა. დღეს 2024 წელია. საქართველო წარსულში არ დაბრუნდება. სახელმწიფო ვითარდება და წინ მიდის, თქვენ კი, როგორც ჩანს, პროგრესს ვერ მიჰყვებით და ისევ „ტკბილ“ მიშას დროში ხართ, როცა ერთი პროკურორი იყო, მეორე ბიზნესების გადაფორმებას კურირებდა და ასე აშენებდნენ სახელმწიფოს. ვნახეთ, თქვენმა აშენებულმა და აწყობილმა ქვეყანამ რა შედეგი მოიტანა – ასობით ახალგაზრდის გვამი, დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უპერსპექტივობის განცდა და ა.შ. შეიგნეთ, რომ იმავეს გამეორების უფლებას არ მოგცემთ!

ახლა კი ისევ თქვენს მუქარას დავუბრუნდები: არ გაბედოთ ცესკო-ს თანამშრომელთა და სხვა ადამიანთა ბულინგი. თქვენს ყოველ გამოხდომას სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს. ჩვენ არ ვართ განვითარებადი სახელმწიფო, სადაც საქმეები ქუჩაში ან სახლთან მივარდნებით გაირჩევა. თუ რამე არგუმენტი გაქვთ, სასამართლოს მიმართეთ, რომელიც, სააკაშვილის სასამართლოსგან განსხვავებით, ობიექტურ, პირუთვნელ სიმართლეს დაადგენს”, – წერს დავით ჩიხელიძე.