„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ორშაბათიდან ვალპურგის ღამეები იწყება.
გვარამია და თენგო კარვებს აგროვებენ, ნანუკა ლობიანებისთვის “მაყუთს” მათხოვრობს, ანა დოლიძე “ჰელოუინის” კოსტიუმს ჩალიჩობს, რომ იქნებ შეშინებით მაინც გააბრაზოს საზოგადოება, ლяკა ხოშტარია “იაშიკ სტალიჩნაიას” იმარაგებს, რომ ღამე შეახუროს-ხოლმე აქტივისტები, ალეკო ელისაშვილი დოლს ჭიმავს და სოლოზე მუშაობს, ხაბეიშვილი “გრუშად” ვარჯიშობს, რომ გალახვისას ყბები გახურებული ჰქონდეს…
მოკლედ, ორშაბათიდან “პოლიტიკური ჰელოუინის” საშემოდგომო სეზონს მისი დირექტორი-სალომე ზურაბიშვილი ხსნის და თან დღეებს ითვლის, როდის მოვა დეკემბერი, რომ დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს, თორემ იმდენი გინება შეხვდა ამ ბოლო წლებში, წინაპრების სულები
სლოკინით გადაღალა საიქიოში.
P.S. ჰო, გახარია და მეზვრიშვილი ჯადოზე ჩალიჩობენ მჩხიბავთან, რომ პირველ სხდომაზე უჩინრად შეიპარონ ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს,“- წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.