პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეხმაურება.

„სასაცილოდ არ გეჩვენებათ, როცა რაღაცის თქმა არ უნდათ და უნდობლობას უცხადებენ სამართალდამცველ უწყებებს? ვერ გავიგე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს? ყველა ამას იტყვის, – არ ვენდობი დღევანდელ პოლიციას, სასამართლოს, პროკურატურასო და დასხდებიან სახლში და არ აგებენ არაფერზე პასუხს იმიტომ, რომ არ ენდობიან უწყებებს და არ მისცემენ ჩვენებას. ეს არის სახელმწიფო?

მათი [ოპოზიციის] სურვილია, რომ მიშა გამოვუშვათ და დავსვათ ამ ქვეყნის ლიდერად?! ის იყო მათი დემოკრატიის შუქურა. რაზე ბრაზობენ და რაზე არიან გადასული ჭკუიდან? მთელ მსოფლიოს აჩვენებენ – აი, რა აღმოჩენა გვაქვს ქვეყანაშიო და, თურმე, ეს აღმოჩენა იყო ის უბედურებები, რაც ერთად გავიარეთ – ის, რაც ხდებოდა ციხეში თუ ციხის გარეთ, ვიღაცის ერთი ახირების გამო. კარგად ქეიფის დროს შეიძლებოდა, ვიღაცაზე თითი დაედოთ და მოეკლათ“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.