საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამიტი მასპინძელი ქვეყნის – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გახსნა.

პრემიერ-მინისტრი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა. ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე.