მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. ბიუროკრატიის ინდექსი, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით.
Economist Intelligence Unit-ის კვლევამ მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეაფასა ორი მიმართულებით 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციური ეფექტურობა და 2. ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.
საქართველომ ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო სახელმწიფოებს შორის მე-20, ხოლო ევროპაში მე-13 პოზიციაზე გავიდა.
საქართველომ რეიტინგში გაასწრო ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 18 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ბელგია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი.
საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთი მოწინავე ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: შეერთებული შტატები, ავსტრია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, სლოვენია.
საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება.