“როგორი აღქმებითაც მართეს ეს ქვეყანა სააკაშვილმა და მისმა ხელის გოგო-ბიჭებმა, ახლაც ასე აგრძელებენ. ოპოზიციისგან ხშირად ისმის, – ახლად არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ბოიკოტით, ლეგიტიმაციას არ მივცემთო. ადგენენ სიებს, კამერების წინ დებენ ფიცს და ხელს აწერენ პარლამენტში არშესვლას. ეს ხომ ძალიან სასაცილოა, ეს ყველაფერი ხომ ნანახი გვაქვს”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

“რომელი ხალხის სახელით ლაპარაკობენ ეს უსამშობლო ადამიანები, მათ დაძახებულ აქციებზე ხალხი დღითიდღე რომ კლებულობს?! კარგად დაიმახსოვრონ: გვარამიების, მელიების, ჯაფარიძეების ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება. დღევანდელ ხელისუფლებას, პარლამენტს უზენაესი – ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია აქვს!

პარლამენტიც შეიკრიბება, კანონებიც მიიღება და ქვეყანაც განვითარდება. ოპოზიციამ კი გინდ ბოიკოტი გამოაცხადოს და გინდ ქუჩებში ირბინოს უმისამართოდ”, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.