სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა
65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი, სცენარის ავტორი და ფილმების პროდიუსერი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ჯაჭვლიანი ასევე იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016). ამავე მოწვევის პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.