“ხაზარაძეს უზარმაზარი ბაზრობა დაეწვა, რომელიც სააკაშვილმა ნახევარი საუკუნით გადასცა. ასობით ადამიანი დაზარალდა. ეს და ელისაშვილი ტყე-ტყე დასეირნობენ. სანამ ესენი სეირნობენ, დაზარალებულების პრობლემებზე მერია და მთავრობა მუშაობენ”, – წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე და მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
“ყველა იურიდიული საფუძველი უნდა მოინახოს, შეუწყვიტონ იჯარის ხელშეკრულება, ჩამოართვან ტერიტორია და დაუბრუნონ სახელმწიფოს“, – წერს ამირან სალუქვაძე.