„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დადებითად შეფასებას ეხმაურება.
„აღქმები ხომ უყვართ უსამშობლოებს? ჰოდა, როგორ აღქმას ტოვებს ეს განცხადება? თუ კუბილიუსმა უნდა თქვას და ამ შემთხვევაში იქნება ჭეშმარიტება?
მოკლედ, საქართველოში დასამარებული ლიბერალური ფაშიზმის აჩრდილი ახლა ევროპაში დაბორიალობს და იქაც მალე გაუყვება გზას საუკუნო განსასვენებლისკენ.
ჯერ ევროპის ქვეყნების მთავრობები მოჰყვნენ ზვავში და ზოგი გადადგა, ზოგი კი, ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს, ხოლო ახალი წლის შემდეგ ევროკავშირშიც ჩამოწვება ეგ ზვავი და ბევრს ჩაიყოლებს”, – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.