გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მომავალ კვირას ბრაზილიაში G20-ის სამიტზე, რათა განიხილოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იქნება რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოკორეელი ჯარების მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.