პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმის ფაქტს ეხმაურება.

“ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს.

კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში.
ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ესეთი უმსგავსობები – აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი”, – წერს ნინო წილოსანი “ფეისბუკის” გვერდზე.