“რა მოძალადეები იყავით ნაცები, ის მოძალადეები დარჩით – თქვენი კაცთმოძულე და მავნებელი ბუნება არ იცვლება”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა, ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის ფაქტს.
“26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. თქვენ თუ ხალხის უმრავლესობას არ უყვარხართ ეს თქვენი პოლიტიკური წარსულის და მოძალადე ბუნების ბრალია – შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში.
ამ დღეებში ძალადსტუმრებმა კი გირჩიათ მაიდანი, მაგრამ ქართველი ხალხი არ მოგცემთ იმის უფლებას ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე ვინმეს წასცდეს ხელი”,- წერს დეპუტატი “ფეისბუკის” გვერდზე.